უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება ზელენსკიმ Х-ზე გამოაქვეყნა.
მან მადლობა გადაუხადა ასევე ორივე პარტიას და უშუალოდ პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ზელენსკის თქმით, "ისტორიის სწორი მიმართულების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს".
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტს სენატიც დაუჭერს მხარს.
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების შესახებ კანონპროექტი, რომელიც დღეს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, დაგვეხმარება ომს შევეწინააღმდეგოთ, შევინარჩუნოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ორივე ჩვენ ქვეყანას უფრო ძლიერს გახდის", - თქვა ზელენსკიმ.
დღეს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.